ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის ეგიდით, ფლამანიის პარლამენტში ცირკულარულ ეკონომიკაზე ერთდღიანი კონფერენცია იმართება. ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დეპუტატები ისაუბრებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკა, რა უნდა გაკეთდეს კლიმატური ცვლილებების ფონზე და რა გამოწვევებია დღეს ამ კუთხით მსოფლიოში.
საუბარი იქნება იმ რეფორმებზეც, რაც საჭიროა ორგანიზაციასთან თავსებადობისა და მეტი ინტეგრაციისთვის. ქართულ დელეგაციას მაკა ბოჭორიშვილი და მაია ბითაძე წარმოადგენენ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ევროპელ კოლეგებს სიტყვითაც მიმართავს.