რამოდენიმე წუთის წინ Black Sea Arena-მ სოციალურ სივრცეში ახალი საიმიჯო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც Starring Georgia 2024 წლის სეზონის დასაწყისზე მიანიშნებს. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ამარცხებს ყველაფერი ჩვენს გარშემო გრავიტაციას და თანავარსკვლავედის მიმართულებით მიემართება.
https://www.facebook.com/watch?v=1068897704363230
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: Bruno Mars, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.
როგრც ჩანს არც ეს წელი შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ლოკაციით და წინ გალაქტიკური ოდისეა გველის.