"პატარა დუბაი" ევროპაში - ასე მოიხსენია ბათუმი პოლონურმა გამოცემა Interia-მ, რომელიც მკითხველს ბათუმის სილამაზის, ღირსშესანიშნაობებისა და პლაჟების შესახებ უყვება.
გამოცემის ინფორმაციით, ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ.
როგორც გამოცემა წერს, ბათუმი ტურისტების ყურადღებას არა მხოლოდ სილამაზით, არამედ დიდი ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით იქცევს.