საგამოძიებო მოქმედებები საავტორო უფლებათა ასოციაციაში - გიგა კობალაძის უწყებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საუბარია ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე.
კოსტავას ქუჩის 63 ნომრიდან დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკაა ამოღებული. თავად გიგა კობალაძეს, საგამოძიებო უწყებაში, გამოსაკითხად, ორშაბათს ელოდებიან.
"წაიღეს ყველა დოკუმენტი და კომპიუტერი, რომელიც ამ ოთახში ინახებოდა. ჩვენი მოსვლის შემდეგ, ანუ 2011 წლის შემდეგ, ეს ორგანიზაცია მუშაობს დარღვევების გარეშე და გამჭვირვალედ. ეს დადასტურებულია გავლენიანი და ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. იმის ძებნა, რაც არ არის, ფუჭია, რადგან აქ არანაირი დარღვევა არ არსებობს," - აცხადებს კობალაძე.