14 ივნისი 2026,   00:48
ვრცლად
სახელმწიფო ხაზინიდან 98 000 ლარის მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი გამოცხადებულია ძებნა.

გამოძიების ინფორმაციით, გასულ წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და "როიალ ტაბ გრუპპ"-ის წარმომადგენლობას შორის, ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის დირექტორმა და იურისტმა საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს. იურისტმა გამგეობაში ყალბი განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას სახელმწიფო ხაზინიდან ავანსი სახით - 157 000 ლარი ჩაერიცხა, აქედან 98 000 ლარი მიისაკუთრეს.

პროკურატურის თანამშრომლებმა კომპანიის დირექტორი დააკავეს.

დღის ამბები