საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა დნიპროში. დაიბომბა ნიკიპოლი. დაშავდა 1 ადამიანი.
ბახმუიტისთვის ბრძოლა არ წყდება - რუსეთი კვლავ განაგრძობს იერიშებს. კონტრშეტევებს ახორციელებს უკრაინაც.
პარალელურად, ზელენსკი იაპონიაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.
"დღეს იაპონიაში "შვიდეულის" სამიტამდე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პირველი დღეა. პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ პარტნიორებთან, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ. თავდაცვა: იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაგამანადგურებლები - რაც შეიძლება მეტ ქვეყანას და ლიდერს ვიყოლიებთ გვერდით უკრაინისთვის. მშვიდობის ფორმულა. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები, ფინანსები და ეკონომიკა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩართულობა ჩვენს სამშვიდობო ინიციატივაში მაქსიმალურად იყოს შესაძლებელი," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.