14 ივნისი 2026,   08:02
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია რამდენიმე ათეული პირი

ამ წუთებში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, დაკავებულია რამდენიმე ათეული პირი, აქედან 6 ფონიჭალაში.

თავისუფლების ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დილის 7 საათიდან მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ ნარკორეალიზატორები აიყვანა. 

"მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის, ფონიჭალაში. ამ ეტაპზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება ღონისძიებები,"-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

 
დღის ამბები