04 ოქტომბერი 2026,   11:10
ვრცლად
რუსეთს მტრად საქართველოს მოსახლეობის 87% აღიქვამს - IRI-ის ახალი კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდს მოიცავს.

კითხვაზე, რომელ ქვეყანას განიხილავთ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, შედეგები ასე გადანაწილდა:

რუსეთი - 87%

ამერიკა - 8%

თურქეთი - 8%

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დღის ამბები