14 ივნისი 2026,   12:31
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცმა მამა მძინარე მდგომარეობაში მოკლა - რას ამბობენ გარდაცვლილის და და მეზობლები

ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - ახალგაზრდა მამაკაცმა მამა საწოლში, მძინარე მდგომარეობაში მოკლა. "კურიერის" ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამაკაცს დაზიანებები ნაჯახით მიაყენა.

როგორც იკრვევა, მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლები დაინტერესდნენ, სად იყო 57 წლის კაცი, რაზეც შვილმა მათ უპასუხა, რომ მამა სახლიდან გავიდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც აღარ უნახავს. ამან მეზობლებში ეჭვი გააჩინა, სახლში შესულებს კი, მამაკაცი საწოლში დახვდათ მოკლული.

"კურიერი" მომხდართან დაკავშირებით მოკლულის დას და მეზობლებს ესაუბრა. მათი ინფორმაციით, მკვლელობა აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

"[გარდაცვლილს] ეძინა, თორემ ის ვერ მოერეოდა, დიდი კაცი იყო. სხვაგან არსად სისხლი არ არის, მხოლოდ იმ საწოლში. ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ მოსულა, წინასწარ არაფერი არ ვიცით.

[სავარაუდო დამნაშავე] გაიქცა, მაგრამ ახლა დაკავებულია," - ამბობს მოკლულის და.

"აღდგომის დღეს ნახეს მკვდარი. 2-3 დღის მკვდარი იყოო, ნაჯახი ჩაურტყია თავში," - აცხადებს ადგილობრივი.

ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

 

დღის ამბები