14 ივნისი 2026,   09:29
ვრცლად
საერთო ზარალი ასობით მილიონია, ალბათ მილიარდებზეც შეიძლება საუბარი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში - გერმანელი პროკურორი BBC მიერ მომზადებულ გამოძებაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 

"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი დავით კეზერაშვილს , რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა. "ბიბისის "საგამოძიებო ფილმი, რომლის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრია, 46 წუთიანია.

საგამოძიებო ფილმის მიხედვით, თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონრებიც.

ჟურნალისტური გამოძიება დაზარალებული პენსიონერების გარდა საუბრობს იმ ათასობით ახალგაზრდაზეც, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს. ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა, ძირითადად კიევსა და თბილისში იყო განთავსებული.

BCC-ს  სქემაში საუბარია კონკრეტულ პირებზეც, რომლებიც კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. სქემაში მათ კონკრეტული ფერებით განასხვავებდნენ.

ამასთან, გერმანელი პროკურორი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში რაღაც სამართალდამცავი ბერკეტი უნდა იყოს.

"ფინანსური მარეგულირებელი ორგანო დიდ ბრიტანეთში აცხადებს, რომ თაღლითები ყველაზე  დიდ საფრთხეს წარმოადგენენ კერძო ინვესტორებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ ჩვენი ქმედებებისა და გამოძიების დადებით შედეგებს ბოლო წლების განმავლობაში. დამნაშავეები უფრო ფრთხილად იქცევიან და სულ მცირე სამიზნეში არ ჰყავთ გერმანიის ბაზარი, ისე, როგორც ეს ხდებოდა 2-3 წლის წინ.

საერთო ზარალი ასობით მილიონია, ალბათ მილიარდებზეც შეიძლება საუბარი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. რეალისტები უნდა ვიყოთ, სამყაროს გადარჩენა არ შეგვიძლია, გერმანიის ბაზრის გადარჩენაც უკვე საკმაოდ რთულია. დიდ ბრიტანეთში რაღაც სამართალდამცავი ბერკეტი უნდა იყოს. ასე, რომ ეს მათი მთავარი პასუხისმგებლობაა და იურული პერსპექტივიდან, რომ დავინახოთ ეს ჩვენ იურისდიქციაში არ შედის,"-აცხადებს გერმანელი პროკურორი ნინო მოლბერგი.

 

 

დღის ამბები