



უკრაინაში მძიმე ბრძოლები ისევ მიმდინარეობს - ღამით საჰაერო განგაშის ხმა კიევსა და რამდენიე ოლქში ისმოდა.
რუსულმა ძალებმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები დაბომბეს. დაფიქსირდა მინიმუმ 6 სარაკეტო დარტყმა. დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლებაც, დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას - გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. პაკეტი ჯავშანმანქანებთან ერთად სხვა სამხედრო მანქანებს და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.