08 ივნისი 2023,   01:39
ვრცლად
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - დაცვის მხარე საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა იმართება. დაცვის მხარე შესავალი სიტყვით გამოდის. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, წარადგენენ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მათი თქმით, პირდაპირ მიუთითებს, რომ ისეთი სახის შეუსაბამობა პროექტსა და შესრულებას შორის, რაც შეიძლება ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყო, აგვისტოს მდგომარეობით, არ იკვეთება.

საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით კი, მათი მთავარი მტკიცებულები ექსპერტიზის დასკვნებია, იგულისხმება საინჟინრო ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები.

შეგახსენებთ, რომ ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, აქედან ნაწილს, მათ შორის, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმდა.

 

დღის ამბები