სამი დღის განმავლობაში ევროპაში ყველაზე ცნობილი ტურისტული გამოფენა "აითიბი ბერლინი" პანდემიის შემდეგ პირველად გაიხსნა. წელს ბერლინი 180 ქვეყანას მასპინძლობს, მასპინძელი კი საქართველოა. ღონისძიება ორგანიზატორებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნეს.
"დღეს ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა "აითიბი ბერლინი", რომლის მასპინძელიც საქართველოა და რა თქმა უნდა ამ გამოფენაზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში ზოგადად გაზრდის, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნეს ოპერატორებს შორის იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპიდან მოვიზიდოთ ასევე ტურისტები, გარდა ტრადიციული ბაზრებისა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ცნობადობისა კონკრეტულ პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა კონკრეტული შედეგებით დასრულდეს. ამიტომ 80-ზე მეტი კომპანია დღეს ხვდება პარტნიორ პოტენციურ კომპანიებს, ექნებათ ბიზნეს შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც დარწმუნებული ვარ ისინი გააფორმებენ კონტრაქტებს, ახალი ტურისტული ნაკადები დაიძვრება საქართველოსკენ და ეს ყველაფერი ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.