ხონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სამი დღის წინ ბრალდებულებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიორგი ჩალაძე ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მომხდარზე ხუთი პირი დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთხს კი ხულიგნობას, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც პატიმრობა 2-დან 5 წლამდე ვადით განისაზღვრება.