08 თებერვალი 2023,   08:27
ვრცლად
GITA -ს მხარდაჭერითა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, HR გაციფრულების კვირეული გაიმართება

სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" GITA-ს მხარდაჭერითა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული დაიწყება, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის 500-მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, HR გაციფრულების კომპანიები/სტარტაპები და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება.

ღონისძიების განმავლობაში საერთაშორისო სპიკერებთან ერთად განხილული იქნება HR გაციფრულების გლობალური ტენდენციები, გაიმართება პანელური დისკუსიები და HR გაციფრულების სტარტაპებისა და კომპანიების გამოფენა.

დღის ამბები