თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური დავის დაწყებას აანონსებენ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილი და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება "ერთობა 2013". მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
მთავარი მოთხოვნა სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების 20 პროცენტიანი ზრდაა. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შესაბამის უწყებებს დავის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებითაც მიმართავენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ხელფასების მატება მომავალი წლიდანაა დაგეგმილი.