მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი შეხვდა - შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა "ვივამედში" მივიდა. მისი განცხადებით, იგეგმება სააკაშვილის ინტერესების დამცველთა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან. ისაუბრებენ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის პატიმრობაზე. წარადგენენ ექსპერტიზის დასკვნას და მოპოვებულ მტკიცებულებებს.
"იგეგმება ევროპარლამენტში შეხვედრა, სადაც ევროპარლამენტარები მოისმენენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. წესით, დასკვნა 2-3 დღეში უნდა იყოს ჩამოსული ამერიკიდან, ითარგმნება, გადაეცემა მარიამ ჯიშკარიანს და ასახვას ჰპოვებს, სავარაუდოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში,"-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.