04 ოქტომბერი 2026,   10:06
ვრცლად
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდა - საუბარი დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდა. საუბარი დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებს შეეხო.

ასევე, წარმოდგენილო იყო დეტალური პრეზენტაცია ახალი რეგლამენტის შესახებ, რომელიც სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს გულისხობს.

შეხვედრას სხვადასხვა კერძო კომპანიის 70-მდე შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრებოდა.

"მათ გავაცანით ის სიახლეები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ტექნიკური რეგლამენტების მიღების შესაბამისად დამკვიდრდა შრომის უსაფრთხოებაში და ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, იმ რეგლამენტებზე, რომელიც ასევე უახლოეს პერიოდში 2024 წლამდე იქნება დამკვიდრებული შრომის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები