სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე ჭყლეტის დროს 151 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 უცხოელია. დაშავდა 82 ადამიანი.
ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ითხევონის რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია განლაგებული. ამ რაიონში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ პირველად იმართებოდა ღონისძიებები.
ოფიციალური პირები ჯერ ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამო დაიწყო ჭყლეტა. მედია წერს, რომ არეულობის დაწყებამდე ორი ადამიანი უგონოდ დაეცა ქუჩაში.
ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ჭყლეტის დროს სეულის აღნიშნული რაიონის ქუჩებში 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი.
მომხდარის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.