უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე, ამის შესახებ ზელენსკი "ტვიტერზე" წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სხდომაზე დაგეგმილია მისი გამოსვლა, რომლის დროსაც ზელენსკი "რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე" ისაუბრებს.
"ასევე, განვიხილავთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხს," - აღნიშნა ზელენსკიმ.