22 სექტემბერი 2026,   14:47
ვრცლად
მავნებლისგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, დასავლეთ საქართველოში ტერიტორია თერმული ნისლით მუშავდებ

მავნებლისგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, დასავლეთ საქართველოში ტერიტორია, თერმული ნისლით მუშავდება  - ამ მიზნით აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკვე დამუშავებულია 2 ათას ჰექტრამდე ფართობი. შეწამვლა უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს.

სპეციალისტების რჩევით, მიგრაციის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას რაოდენობის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გააქტიურება.

დღის ამბები