ფეხბურთის გულშემატკივრების მასშტაბური დაპირისპირება ინდონეზიაში - ინციდენტი აღმოსავლეთ იავაში მოხდა. საფეხბურთო გუნდების Arema და Persebaya Surabaya-ს მატჩის დასრულების შემდეგ, დამარცხებული გუნდის Arema-ს გულშემატკივრები საფეხბურთო ველზე გამოვიდნენ და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების შედეგად 129 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან უმრავლესობა ხალხის მასაში მოჰყვა. ძლიერი ტრავმებით, 300 ადამიანი კი კლინიკებშია გადაყვანილი.