ოკუპანტების ახალი სისასტიკე ხარკოვის რეგიონში - რუსებმა გაანადგურეს მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონა, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვია.
დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება, მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა.
ასევე ხდება მტკიცებულებების შეგროვება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის.
SBU ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის.