უკრაინელები იმედოვნებენ, რომ ლიმანს უახლოეს 2-3 დღეში დაიბრუნებენ. ხელშესახებ მიღწევებზე ვოლოდიმერ ზელენსკიმ ისაუბრა, რომელმაც გუშინ ნატოს უკრაინის ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანება მოსთხოვა.
უკრაინის პრეზიდენტი კრემლში გამართულ ღონისძიებასაც ეხმაურება და მას "მორიგ ფარსს" უწოდებს.
"ჩვენ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ქვეყნის აღმოსავლეთში. ყველამ გაიგეთ, რა ხდება ლიმანში, დონეცკის ოლქში. ეს ნაბიჯები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს, ჩვენი თავდაცვითი ელემენტის რეალიზაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტერმა ეს დღე ზაპორიჟიეში უკრაინელების განზრახ მკვლელობით დაიწყო. სარაკეტო თავდასხმა მანქანების სამოქალაქო კოლონაზე. ამ დროისთვის 30 დაღუპულია. თითქმის ასამდე დაჭრილი და ტრავმირებული. მოსკოვში კი მორიგი ფარსი მოხდა. იქ რაღაცას აღინიშნავდნენ და წითელ მოედანზე მღეროდნენ, ასევე ლაპარაკობდნენ ზაპოროჟიეზეც, სადაც თვითონ მოაწყვეს ეს საშინელება. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც რუსეთი ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.