03 ივლისი 2026,   01:33
ვრცლად
მხარს ვუჭერთ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებსაც ეს სურთ - ენტონი ბლინკენი

შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელში ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ მხარს უჭერენ იმ  ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებსაც ეს სურთ.

"ჩვენი პოზიცია ნათელია - არის იგივე, რაც აქამდე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. მხარს ვუჭერთ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებსაც ეს სურთ და ამას შეუძლია ნატო-ს შესაძლებლობები შემატოს. ამისათვის კი არის პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კი ამბობს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა.

"აშშ ათწლეულებია მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას. ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატო-ს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი აზრით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ,“ - ამბობს ჯეიკ სალივანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადი გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ. ​ 

დღის ამბები