30 იანვარი 2023,   09:07
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ფარსს რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება ეწოდოს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყალბი არჩევნების მედიაში გავრცელებული შედეგები უკრაინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"რუსეთის ვერცერთი დანაშაულებრივი ქმედება უკრაინისთვის ვერაფერს შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა დავიცვათ ნორმალური ცხოვრების უფლება უკრაინაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს დონბასსა და ყირიმში, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ხარკივის ამჟამად ოკუპირებულ ნაწილებში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ფარსს რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება ეწოდოს. წინასწარ ვიცოდით, რა სცენარიც გათამაშდებოდა. ამ ფარსის წინასწარ შეთანხმებული ციფრები მედიაში გავრცელდა. რუსეთი არც კი მალავს ამას. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, მოკლედ და დამატებითი დეტალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სიახლეებია - წინ მივდივართ და ჩვენს მიწას ვათავისუფლებთ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები