03 ივლისი 2026,   08:26
ვრცლად
"შედეგები იქნება საშინელი" - ენტონი ბლინკენი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეებზე ისაუბრა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოყვეს, როგორც იმ ქვეყნისთვის ვინც მას გამოიყენებს, ასევე სხვა სახელმწიფოებისთვისაც.

"ორიენტირებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ყველანი მოვიქცეთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ," - განაცხადა ბლინკენმა. 

დღის ამბები