უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500 რუსი "ბოევიკი" იმყოფება. ამის შესახებ ზელენსკი ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთმა დაიპყრო ეს ატომური ელექტროსადგური. ახლა იქ უკრაინის ტექნიკური პერსონალი იმყოფება, მაგრამ ისინი როგორც ტყვეები არიან, ვინაიდან იქ, ტექნიკის გარდა, 500 "ბოევიკი" იმყოფება. ეს უკვე დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ. ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გათიშულია და პერსონალი იბრძვის, რომ ექვსიდან ერთი ბლოკი მაინც ჩართოს. რუსეთი არ არის ელექტროსადგურის მუშაობით დაინტერესებული. მათი მიზანია, რომ დენი უკრაინის რეგიონებსა და ევროპას არ მიეწოდებოდეს,-"აცხადებს ვოლოდიმირ ზელკენსკი.