ევროკავშირის ან სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან არავითარი მუქარა არ შეცვლის რუსეთის გადაწყვეტილებას, განახორციელოს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ყველა მიზანი და ამოცანები - აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი ე.წ. დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და წარმოადგენს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ლეგიტიმური უფლებების რეალიზებას თვითგამორკვევის საკითხში.