03 ივლისი 2026,   00:37
ვრცლად
17-დან 25 სექტემბრამდე ხარკოვის ცენტრში, ყველაზე დიდი ლგბტ+ ღონისძიება - KharkivPride გაიმართებ

17-დან 25 სექტემბრამდე ხარკოვის ცენტრში, ყველაზე დიდი ლგბტ+ ღონისძიება - KharkivPride გაიმართება.

სწორედ ამ დღეებში, KharkivPride ღონისძიებასთან ერად, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღე და ევროპრაიდის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება. 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიებით მათ უნდათ აჩვენონ უკრაინაში თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის მნიშვნელობა და ასევე, მათ სურთ დაანახონ მსოფლიოს, უკრაინის განსხვავება რუსეთის ფედერაციის ტოტალიტარული რეჟიმისგან.

ამასთან, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წლევანდელი პრაიდი არ იქნება ზეიმი. "თუ ლგბტ+ ადამიანებს შეუძლიათ მოკვდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი უფლებები იმავე დონეზე, როგორც სხვების" - აღნიშნულია განცხადებაში.  

დღის ამბები