23 იანვარი 2022,   03:40
ვრცლად
ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ სცნო, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.

დღის ამბები