21 ოქტომბერი 2021,   06:38
ვრცლად
ფანების ხელჩართული ჩხუბი - საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი, ანჟერსა და მარსელს შორის სკანდალური გამოდგა

მასობრივი არეულობა და ფანების ხელჩართული ჩხუბი - საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი, ანჟერსა და მარსელს შორის სკანდალური გამოდგა.

მეტოქე გუნდების გულშემატკივრების სიტყვიერი დაპირისპირება, მატჩის დასრულებისთანავე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ორი კვირის წინ ნიცაში ფანები მარსელის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები