19 სექტემბერი 2021,   12:47
ვრცლად
კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი საქართველოს ანგარიშზე - ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადაზე

ვერცხლის მედალი ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე შავდათუაშვილმა უმძიმესი ფინალური ორთაბრძოლა უძლიერეს იაპონელ ძიუდოისტთან დათმო, შოჰეი ონო ღირსეული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, 29 წლის ქართველი ლეგენდა ორთაბრძოლის შემდეგ მოინახულა და გაამხნევა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში კარალეთელი მოჭიდავე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სამ ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ახლოს იყო მედლის მოპოვებასთან ეთერ ლიპარტელიანი. ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა 1/4-ფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პოლონელ იულია კოვალჩიკს აჯობა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი, იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა.

ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

დღეს ორმა ქართველმა მოკრივემ იასპარეზა, თუმცა სახილ ალახვერდოვი და გიორგი ხარაბაძე მეთექვსმეტედ ფინალში შესაბამისად ჩინელ და უზბეკ მოკრივეებთან დამარცხდნენ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აქტივში ამ დროისთვის ორი მედალია.

27 ივლისს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი - საპრიზო ადგილებისთვის ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი იბრძოლებენ.

დღის ამბები