16 ოქტომბერი 2026,   11:36
ვრცლად
სტიქია საქართველოში - სეტყვამ და უხვმა ნალექმა დედაქალაქსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა დედაქალაქში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ შეიზღუდა გადაადგილება დიდი დიღმის ქუჩებში. ზარალს ითვლიან კახეთსა და იმერეთშიც. სოფლების ნაწილში ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო განადგურებულია მოსავალი.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთში ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. 
სტიქიის გამო ზიანი მიადგა წინანდალსა და ქვემო ხოდაშენსს. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და ხეხილი. მიყენებულ ზარალს სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია უკვე ითვლის.

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა იმერეთშიც. ხარაგაულის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ ვენახები, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი გაანადგურა. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც. ზარალის შესახებ ინფორმაცია - ამ დრომდე უცნობია.

ძლიერი წვიმის გამო რეგიონების გარდა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. დაიტბორა დიდ დიღომში მდებარე "ბერი ანდრიას ფონდი" რომელშიც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან. მოვარდნილმა წყალმა ფონდის პირველ სართულზე შეაღწია და დააზიანა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში წვიმამ პრობლემები ფონდს მეორედ შეუქმნა. პარალიზებული დიდი დიღმის სხვა ქუჩებიც, რის გამოც გადაადგილებას მკაცრად საპოლიციო ძალა აკონტროლებდა. 

დღის ამბები