20 ივნისი 2021,   05:41
ვრცლად
გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა მაისის ბოლოს შემსუბუქდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განცხადა, რომ შესაძლოა გადაადგილებაზე შეზღუდვა მაისის ბოლოს შემსუბუქდეს.

როგორც თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

"დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა გვაქვს მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება შემდეგ უკვე გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები