16 ივნისი 2026,   11:08
ვრცლად
კასპში მოკლული მამაკაცის ცოლის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობა საქმეში არ დასტურდება

კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მისივე ცოლია - სავარაუდოდ, ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. 

ქალის ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში მონაწილეობას ადასტურებს.

"იმისთვის, რომ პირს ბრალი წარუდგინონ, უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ამხელენ კონკრეტულ პირს დანაშაულის ჩადენაში. შემიძლია განვაცხადო კატეგორიულად, რომ არ არსებობს საქმეში არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება რაიმე ფორმით, რომ ჩემი დასაცავი პირი მონაწილეობდა აღნიშნულ მკვლელობაში.

მე ვფიქრობ, რომ როდესაც მივიღებთ ძალიან მალე ექსპერტიზის დასკვნებს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოზიცია," - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

34 წლის მამაკაცის მკვლელობა 14 მარტს მოხდა და პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავა, თუმცა ნოდარ ღუნაშვილის ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებისგან ობიექტურ გამოძიებას და როგორც თავად ამბობდნენ, მკვლელობის მთავარი ფიგურანტის,  გარდაცვლილის მეუღლის დაკავებას ითხოვდნენ.  

მათი თქმით, ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა და მის მკვლელად სწორედ მას ასახელებდნენ.

დღის ამბები