08 მაისი 2021,   23:59
ვრცლად
"ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს" - კლინიკებში პაციენტები ერთმანეთს ენაცვლებიან

კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხვალ, შესაძლოა, უკვე საგანგაშო სიტუაცია დადგეს. 

კლასტერების დათვლამ აზრი დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი საზოგადოებაში მასობრივად ვრცელდება, ეს პროცესი კი ბრიტანულმა შტამმა კიდევ უფრო დააჩქარა. 

ქვეყანაში უკვე 12 700 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევაა. სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები ერთმანეთს ენაცვლებიან . გასაწერად მომზადებულს, მომლოდინე ინფიცირებული კლინიკის მიმღებ განყოფილებაში ელოდება. ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი საავადმყოფოების მობილიზაცია დაიწყო.

სპეციალისტები მესამე ტალღის დაჩქარებას , რეგულაციების მოხსნას , საზოგადოების გულგრილობას და საქართველოში იმუნიზაციის დაბალ აქტივობას უკავშირებენ .

ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს . ეკატერინე ტიკარაძე აღდგომამდე შეხვდება საქართველოს პატრიარქს და ილია მეორეს მხარდაჭერას პირადად სთხოვს.

დღის ამბები