16 ივნისი 2026,   11:02
ვრცლად
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა - ამოღებულია 415 აბი "სუბოქსინი"

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 303 აბი.

პოლიციამ მეორე დაკავებულის - შ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 112 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები