16 ივნისი 2026,   16:52
ვრცლად
ფრანგმა მამაკაცმა ცოლის მოსაკლავად ქართველები დაიქირავა - Le Parisien

საფრანგეთის პროკურატურამ ქართული წარმოშობის სამი მამაკაცი შეკვეთილ მკვლელობაში ამხილა.

Le Parisien -ის ცნობით, ოთხი შვილის დედა თვეზე მეტი დაკარგული იყო.

მისი ცხედარი რენეს მახლობლად, პარასკევს, 19 მარტს იპოვნეს.

42 წლის მაგალი ბლანდინის მკვლელობის შეკვეთისთვის პროკურატურამ ბრალი მის მეუღლეს ჯერემი გ-ს წარუდგინა, რომელთანაც ქალი განქორწინების პროცესში იყო. ასევე ბრალი წარედგინა სამ ქართველ ეჭვმიტანილს.

ვრცელდება ვერსია, რომ საბოლოოდ ქართველებმა მკვლელობაზე უარი თქვეს და ფულის გამოძალვის მიზნით დამკვეთს (ქმარს) აშანტაჟებდნენ.

დღის ამბები