საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "ITB Berlin"-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი გამოფენა-ბაზრობა პანდემიის გამო წელს ონლაინ ფორმატში იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭირებული.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 39 ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს.
გამოფენის ფარგლებში მოეწყო პანელი, სადაც "ITB Berlin"-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
"ITB Berlin"-ის ვირტუალურ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყანა, ტურიზმის სფეროს 10 ათასზე წარმომადგენელი მონაწილეობს, გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
2023 წელს საქართველო "ITB ბერლინის" გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული.