23 აპრილი 2021,   22:04
ვრცლად
ექიმისთვის ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს არ ნიშნავს​ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მისთვის, როგორც ექიმისთვის, ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს ნიშნავს.

მისივე თქმით, მთავარია, ვაქცინაციის მოწოდების უწყვეტი ჯაჭვი იყოს, რათა დასახული მიზანი - პანდემიის დამარცხება, ბოლომდე მივიყვანოთ.

"ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში წლის ბოლომდე რამდენიმე 100 000 დოზა გვექნება, არც მოსახლეობის 60%-ის აცრას მოიცავს, ეს მხოლოდ იქნება ვაქცინაცია ვაქცინაციისთვის. ეს არ იქნება პანდემიის დაძლევისთვის. მთავარია, იყოს უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი. წლის ბოლომდე გარანტირებული დოზები უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მივიყვანოთ,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

დღის ამბები