26 თებერვალი 2021,   23:19
ვრცლად
"სოცაფეთქება" - პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას მოქალაქეთა ნაწილი ხმაურიანი აქციებით პასუხობს რომელსაც ოპოზიციის ნაწილიც უერთდება

ხმაურიანი აქციები შეზღუდვების წინააღმდეგ - მოქალაქეთა ნაწილმა პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია საქართველოს რამდენიმე ქალაქში გააპროტესტა. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაა.

უკმაყოფილოა ბიზნეს-სექტორის ნაწილიც, რომელიც პოსტ-კოვიდურ სამოქმედო გეგმას ხელისუფლებას ღია წერილის მეშვეობით სთავაზობს. 5 პუნქტიანი გეგმის შესრულებას პანდემიის პერიოდში დაზარალებულები მთავრობისგან ელოდებიან. წერილის ავტორები ზამთრის კურორტების, რესტორნებისა და სახმელეთო საზღვრის გახსნასთან ერთად იმ სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც კერძო სექტორის ჩართულობით 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიას სწრაფად და უსაფრთხოდ შეიმუშავებს. ორფურცლიანი დოკუმენტი, რომელსაც ბიზნესის ათობით სხვადასხვა წარმომადგენელი აწერს ხელს ადრესატთან ელექტრონულად გაიგზავნება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია - "სოცაფეთქება" დაიგეგმა, რომელსაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც შეუერთდებიან.

დღის ამბები