15 იანვარი 2021,   22:43
ვრცლად
გაფართოებული ტესტირება დაიწყო - შეზღუდვების შედეგებს ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში ელოდებიან, მანამდე კი კვლავ მზარდი სტატისტიკაა

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 45 პაციენტი გარდაიცვალა, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით სულ 1 387 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. 

დღეს ქვეყნის მასშტაბით კიდევ 4260 ინფიცირებული გამოვლინდა. დაწესებული შეზღუდვების პირველ შედეგებს ეპიდემიოლოგები ორ-სამ კვირაში ელოდებიან, მანამდე კი მზარდი სტატისტიკაა მოსალოდნელი

სამედიცინო დაწესებულებებში დღეს მოქალაქეების გაზრდილი მიმართვიანობის მიზეზი ანტიგენის ტესტების ხელმისაწვდომობა გახდა. COVID​-პანდემიის შესაჩერებლად და სწრაფი რეაგირებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გაფართოებული ტესტირება დაიწყო. გეგმის მიხედვით, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში დღეში 20 000 მოქალაქე შემოწმდება და პასუხს 15 წუთში გაიგებენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯერჯერობით, კორონავირუსის აღმავალი დინამიკაა, სპეციალისტების ვარაუდით, მოქმედი რეგულაციები და ამასთან ერთად გაფართოებული ტესტირება, მდგომარეობას ეტაპობრივად შეამსუბუქებს.

დღის ამბები