26 ნოემბერი 2020,   00:57
ვრცლად
4 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - ავარია ბაღდათში მსხვერპლით დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები