24 ნოემბერი 2020,   21:35
ვრცლად
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ამერიკელი საზღვაო ქვეითები "ღირსეული პარტნიორის" მედლით დააჯილდოვეს

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედროებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრები დააჯილდოვეს.

ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედალი "ღირსეული პარტნიორი" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს.

ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ცერემონიალზე იმყოფებოდა ტაქტიკური დაჯგუფება "ჰამერის" მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გლებ მაკდონალდსი.

მან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ შონ ბრედლისთან ერთად ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, მე-13 ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანის ერთობლივად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ივლისის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

დღის ამბები