04 დეკემბერი 2020,   00:08
ვრცლად
ბოლნისში მომხდარ ინციდენტში ენმ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ადანაშაულებს, მმართველ გუნდში კი ბრალდებას უარყოფენ და პროვოკაციაზე საუბრობენ

ბოლნისის პოლიციაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების გამოკითხვა გვიან ღამე დასრულდა.

ასევე გვიან ღამემდე უტარდებოდა ექსპე​რტიზა ავტომობილს, რომელსაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მორიგი დაპირისპირება არჩევნების წინ ქვემო ქართლში გუშინ მოხდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით, ბოლნისი-მარნეულის გზაზე "ძალა ერთობაშიას" მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების მანქანას თავს დაესხნენ და დააზიანეს. 

ასევე ამტკიცებენ, რომ იყო გასროლაც, რაშიც გოგი მეშველიანის საარჩევნო შტაბს ადანაშაულებენ. ბრალდებას უარყოფენ ქართული ოცნებაში და პროვოკაციაზე საუბრობენ. 

გამოძიება სხვისი ქონების დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა უფლებადამცველი ზურა თოდუა აცხადებს, რომ მხოლოდ ბრალდება მხოლოდ ნივთის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის საკმარისი არ არის.

"თავდასხმაა და შესაძლოა იყო 19-108-ე მუხლის ნიშნები, ანუ განზრახ მკვლელობა. ჩასატარებელია საგამოძიებო სამუშაოები რადგან ეს მოხდა დილით და იქნებიან მოწმეები," - განაცხადა ზურა თოდუამ.

პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" აცხადებს, რომ სცენარი გათამაშებულია და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტს მალე გამოიძიებენ. 

დღის ამბები