26 ნოემბერი 2020,   00:31
ვრცლად
ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ადვოკატებს გამოძიებამ დამატებითი მასალები გადასცა

გენერალურ პროკურატურაში მინდია ჯანელიძე იკითხება. გამოძიებას მასთან კითხვები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების უკანონო შეთანხმების საქმეზე აქვს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო უწყების შენობაშია. უცნობია, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიღებას ცდილობს გამოძიება მინდია ჯანელიძისგან იმ საქმეზე, რომელსაც ორი ბრალდებული ჰყავს - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი. მათი ადვოკატები დღესაც პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

"დღეს გამოვითხოვეთ დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ დაკითხვის ოქმები, მათ შორის გადმოგვეცა ხიდაშელის დამატებითი დაკითხვის ოქმი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არის რამდენიმე მესაზღვრის და სასულიერო პირების დაკითხვის ოქმები. ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ყველა იმ პირის ჩვენება, რომელიც არის საქმესთან დაკავშირებული და მოეპოვება გარკვეული ინფორმაცია,"- აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

"გადმოგვეცა რამდენიმე პირის ჩვენება, მათ შორის არიან მესაზღვრეები და სასულიერო პირები. ყველა ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინფორმაცია გააჩნია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე, აუცილებლად უნდა გამოიკითხოს. თუ ამას არ გააკეთებს პროკურატურა, დაცვის მხარე ეცდება, რომ ეს გააკეთოს,"- აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე. 

დღის ამბები