30 სექტემბერი 2020,   10:32
ვრცლად
ახალი სასწავლო წელი ახალი რეგულაციებით - რა წესების დაცვა მოუწევთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 

15 სექტემბერს მოსწავლეებს საკლასო ოთახებში მერხები 1 მეტრიანი დაშორებით დახვდებათ. დისტანცია საჯარო და კერძო სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციის გამო დადგენილი მოთხოვნების მთავარი პუნქტია. 

დეზობარიერითერმოსკრინინგი და ხელის დეზინფიცირება ის საფეხურებია, რომელთა გავლაც სკოლაში შესვლამდე ნებისმიერი პირისათვის სავალდებულო იქნება. უსაფრთხოების წესების დაცვის პარალელურად, სკოლას შეეძლება თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი, მათ შორის განსაზღვროს გაკვეთილის ხანგრძლივობა, შემოიღოს ცვლებები და მეხუთე კლასიდან ზედა კლასების ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში მიმართოს ჰიბრიდულ მოდელსა. 

გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოდ მხოლოდ პირველიდან - მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის განისაზღვრა.

ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დაწყებას მიესალმება გაეროს ბავშვთა ფონდი. 

დღის ამბები