25 სექტემბერი 2020,   16:09
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერები ხონში მხარდამჭერებს შეხვდნენ

"ევროპული საქართველოს" ლიდერები დღეს ხონში მხარდამჭერებს შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ ხონელებს დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია.

ბაქრაძის თქმით, კეთილდღეობა, დაცულობა, ევროინტეგრაცია - ეს არის ის, რასაც ევროპული საქართველო ხალხს ჰპირდება. გამარჯვების შემთხვევაში "ევროპელები" პენსიის, სოციალური და დევნილების დახმარების გაორმაგებას გეგმავენ.

"31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს" - განაცხადა ამომრჩევლებთან შეკრებაზე კაკო ბობოხიძემ, რომელიც "ევროპულმა საქართველომ", ვანი-ხონი-წყალტუბო-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

 

დღის ამბები