28 სექტემბერი 2020,   05:59
ვრცლად
მესტიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს შორის, ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის ორსული ქალი და მესტიის საავადმყოფოს ექიმია

მესტიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს შორის ოჯახის რამდენიმე, მათ შორის, ორსული წევრი და ერთი მესტიის საავადმყოფოს ექიმია.

სავარაუდოა, რომ COVID-19 ლენჯერში სტუმრად მყოფი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მიიტანა, რომელიც სხვების ინფიცირების წყარო გახდა. კორონავირისით მათი ინფიცირების შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოჯახის დიასახლისი ცხელებით მესტიის საავადმყოფოში მიიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს. სწორედ მესტიის საავადმყოფოში დაინფიცირდა ექიმი, რომელმაც პაციენტი მიიღო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესტიის ცენტრის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი ჩაკეტილ ლენჯერში, მესტიასა და უშგულში, სადაც ინფიცირებულები გადაადგილდებოდნენ, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

დღის ამბები